ღონისძიებაში ჩართულ მხარეებთან ურთიერთობა და არავერბალური კომუნიკაცია - ამ თემაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამის “ღონისძიების ორგანიზება” სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ეკატერინე ფირცხალავამ წაიკითხა.
ეკატერინე ფირცხალავამ სტუდენტებს გაუზიარა როგორც თეორიული ცოდნა, ისე პრაქტიკული გამოცდილება ეფექტური კომუნიკაციისა და ურთიერთობების მართვის მიმართულებით.
ლექცია პროფესიული მოდულის „ღონისძიებაში ჩარტულ მხარეებთან ურთიერთობის“ ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც პროფესიული მასწავლებელი, თსუ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე თინათინ იზორია უძღვება.